Home თავდაცვა ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის ოქტომბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here