ინტენსიური თოვის გამო ცაგერი-ლენტეხის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

0
548

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ68-კმ88 (ცაგერი-ლენტეხი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ68 და კმ88-კმ142 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე შეზღუდვები დაწესდა ალპანა-ცაგერის გზაზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის  მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here