თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს ხატი შესწირა

0
650

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდამოწამის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში დაესწრო და ეკლესიას წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირა.

წმინდა გიორგი რომის იმპერატორის, დიოკლიტიანეს ბრძანებით აწამეს. კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა, წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. დიდმოწამე გიორგიმ რწმენას არ უღალატა, რის გამოც ის მბრუნავ ბორბალზე სასტიკად აწამეს, 30 წლის ასაკში კი თავი მოკვეთეს.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here