
“ბილტმორის აკადემიის” მომდევნო სესიის (24 ნოემბერი) ლექტორი მწერალი თეონა დოლენჯაშვილია.
თემა: ქალი – “სიცოცხლე შელოცვებიდან სუროგაციამდე”
ქალი – ლიტერატურაში, ქალი – ცხოვრებაში. ქალი, როგორც სიცოცხლის შემქმნელი და ქალი, როგორც ცხოვრების მთავარი გმირი. როგორი იყო და როგორია მისი სახე, როლი და კონტექსტი ქართულ თუ მსოფლიო ლიტერატურაში. და როგორია ქალის მიერ შექმნილი სიცოცხლე – დაბადება, გაჩენა, რეპროდუქტოლოგია. კაცორიობის გზა შელოცვებიდან სუროგაციამდე.
მაგალითები ცხოვრებიდან, ლიტერატურიდან და თეონას პროზაული კრებულიდან “სამი ქალი”, რომელიც წლის ბოლოს გამოვა.
სამი ქალი : პირველი ქალი გასული საუკუნის დასაწყისის ქართული სოფლის თვითნასწავლი ბებიაქალია, მეორე – პარიზის ცენტრში მცხოვრები ტერორიზმის მსხვერპლი ფოტოგრაფი გოგო, მესამე – თბილისელი სუროგატი და ბიოლოგიური დედა.
დასაწყისი: 18:30 საათი.
სესიებზე დასწრება სრულიად უფასოა.
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის – „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტი ყოველ სამშაბათს შუქდება რადიო “შოკოლადის” (FM 98.5) ეთერში.
„ბილტმორის აკადემია“ ყველა დაინტერესებულ პირს სასტუმროს ისტორიულ ნაწილში – ამფითეატრში მასპინძლობს. ადგილი სიმბოლურია, ვინაიდან სწორედ ამფითეატრში ტარდებოდა პარლამენტის სხდომები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და სწორედ ამ დარბაზში მიიღეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია 1995 წელს.
„ბილტმორის აკადემია“ არის საჯარო ლექციების ციკლი, რომლებსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ატარებენ. სწორედ ამ დღეს ამფითეატრი თავის ისტორიულ მნიშვნელობას იბრუნებს.
„ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში სასტუმროს კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების საკითხებით არის დაინტერესებული ან უბრალოდ, ყოფილი „იმელის“ შენობის ისტორიული ნაწილის მონახულება სურს.