მოძრაობაში გაცოცხლებული ემოცია

0
1355

ალბათ გაგიგიათ, რომ სხეულის ენაც არსებობს და ის ხშირად იმაზე მეტად მრავლისმთქმელია ვიდრე ჩვეულებრივი ენა.

ალბათ გსმენიათ მოძრაობის თეატრის და მისი სხვადასხვა სახეობის შესახებ .

ალბათ პანტომიმაზეც გაგიგიათ და გინახავთ ქუჩაში მომავალი ან უბრალოდ გაშეშებული გრიმიანი და უცნაურად ჩაცმული ფერადი ადამიანები, რომლებიც დუმან, არც ამბობენ არაფერს , მხოლოდ დგანან ან ირხევიან ნაზად და ამით გამოხატავენ ყველაფერს . და თქვენც უბრალოდ შეხედავთ ან ნიღბოსნებს და ხვდებით ყველაფერს, გულით, გულის ყურით უფრო ზუსტად.

პანტომიმა – როგორც ხელოვნების დარგი სათავეს შორეულ საბერძნეთში იღებს, ისე როგორც სხვა ბევრი. ეს უსიტყvო თეატრალური წარმოდგენები მხოლოდ და მხოლოდ მსახიობის მიმიკებსა და ჟესტებზეა დამყარებული და მხოლოდ არავერბალური ემოციებით გადმოსცემს სათქმელს .

იმისთვის რომ პანტომიმის მსახიობი იყოთ, აუცილებელია მოქნილი სხეული, მეტყველი თვალები და რაც მთავარია, ემოცია, რომელიც არსად და არავისგან ისწავლება. ეს ან გაქვს ან არა .

ამის ნაკლებობას არც არასდროს განიცდიდა 20 წლის გიორგი აფშილავა, რომელიც შალიკაშვილის თეატრის მსახიობია.

ის თეატრალურ უნივერსიტეტში მესამე კურსზე სწავლობს , წარმოშობით ურეკიდანაა. თეატრისა და პროფესია მსახიობობისადმი მისი სიყვარული ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყო, როდესაც გიორგი მიხვდა რომ ემოციების გამოთქმა სიტყვის უთქმელადაც შეეძლო, მხოლოდ ერთი მოძრობით, მხოლოდ სახეზე გამოხატული მიმიკით.

 

ბავშვობიდან დადიოდა ცეკვაზე, იტაცებდა ახალი მოძრაობების შესწავლა და საკუთარ თავზე დაუღალავად მუშაობდა.

გზა, რომელმაც პანტომიმის მსახიობი დღევანდელობამდე მოიყვანა საკმაოდ რთული და საინტერესოც აღმოჩნდა.

ამაზე თავად გიორგი გვიამბობს.

–  როდის დაინტერესდი მოძრაობის თეატრით და რატომ? ამას წინ რამე ისტორია ან შემთხვევა ხომ არ უძღვოდა, რის გამოც დაუკავშირე შენი საქმიანობა თეატრს?

 ზოგადად ბავშობიდან მსურდა მსახიობი ვყოფილიყავი, ძალიან ბევრს  სურს მსახიობობა,  განსაკუთრებით ბავშობაში.  ადრეული ასაკიდან  ვცეკვავ,  მიყვარდა სულ მოძრაობა, მაგრამ მე-11 კლასში ვიყავი,  როდესაც ვიდეო ვნახე პანტომიმის ჟანრის.  ამან ძალიან  დამაინტერესა, ზუსტად მე რომ ვაბარებდი მაშინ იყო პანტომიმის ჯგუფის მიღება, რამაც ძალიან გამახარა და ახლა ვარ კიdეც თეატრში ამ განხრით.

 –  რას ნიშნავს თეატრი შენთვის ?

ოოო… კარგი კითხვაა!   თეატრი ჩემთვის მეორე სახლია,თეატრი ცხოვრებაა,  ის სამოთხეა ჩემთვის.  დიდი სიამოვნებაა ჩემთვის თეატრი.

 – მოძრაობის თეატრი და პანტომიმა  ხელოვნების განსხვავებული და განსაკუთრებული სახეობაა. შენ როგორ ხედავ ამ ჟანრს, რამდენად სპეციფიკურია ის და რა სირთულეები არსებობს ამ საქმეში ?

დიახ პანტომიმა განსხვავებული ხელოვნებაა. ის არ მეტყველებს, მხოლოდ სხეულის ენით გადმოსცემს  ტკივილს,  სევდას,  სიხარულს და ა.შ.. ეს ძალიან საინტერესო ხელოვნებაა.

 

– ამჟამად რას საქმიანობ?  დადგმებზე, შენ როლებზე მოგვიყევი ?

 ამჟამად ვსწავლობ და ვთამაშობ სპეკტაკლებში. მესამე წელია შალიკაშვილის თეატრში ვარ, ამ თეატრს აქვს უნიკალური სპეკტაკლები,  როგორიცა „ ტერენტი გრანელი „ , „სტუმარ-მასპინძელი“ , „ კიდევაც დაიზრდებიან „  და კიდევ ბევრი კარგი სპეკტაკლი.  ჩემს აქ ყოფნაში დაიდგა „ ვეფხისტყაოსანი“ .  უზომოდ საინტერესო იყო თავად დადგმის პროცესი, ეს სპეკტაკლი ერთ-ერთი საუკეთესოა.თითქმის ყველა სპეკტაკლში ვარ დაკავებული,  რაც ძალიან მახარებს.

 

-სცენაზე გასვლის  წინ ან შემდეგ თუ გაქვს რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ ჩვეულება, რასაც არასდროს ღალატობ?  ან რამე ისეთი ხომ არ არის რასაც, შენი აზრით, შენთვის წარმატებები მოაქვს ?

 საინტერესო კითხვაა.. სანამ გავალ სცენაზე ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მჯერა რომ კარგად დამთავრდება ყველაფერი… ვფიქრობ სპეკტაკლზე , როლზე და ნახაზზე ყოველთვის,სცენაზე გასვლის წინ ვიწერ პირჯვარს და გავდივარ სცენაზე.

 

– ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ?

ჩემი დიდი გულშემატკივარია დედა და ჩემი ოჯახი,შეიძლება დარბაზში არ არიან, მაგრამ ისინი სულ მამხნევებენ. კიდევ ჩემი მეგობრები რომლებიც დარბაზში სხედან და ესწრებიან ჩემ დადგმებს.

 

 -რისი გეშინია?

წარუმატებლობის უფრო,მაგრამ არსებობს ბევრი რამ,  რისიც მეშინია…

 

– რომ არა მსახიობობა, რა პროფესიის წარომადგენელი იქნებოდი და რა საქმეს შეეჭიდებოდი?

სიმართლე გითხრათ, ჩემი თავი არ მყავს  წარმოდგენილი სხვა საქმიანობაში, მაგალითად  როგორიცაა ტურიზმი,  საბანკო საქმეები და ა.შ . მთავარი ისაა, რომ  ახლა მსახიობი ვარ . ეს საკმარისია.

 – მოგვიყევი შენი  სამომავლო გეგმების შესახებ ? რას აპირებ მომავალში ?  

ჯერჯერობით ვსწავლობ და მომავალში რა იქნება ალბათ დრო მაჩვენებს.

 

ავტორი- ანა ურუშაძე 

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here