საჯარო ლექცია “საზოგადოების ჰუმანური განვითარების საფუძველი”

0
504

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ თამაზ ბუთხუზის საჯარო ლექციას თემაზე: საზოგადოების ჰუმანური განვითარების საფუძველი.

არისტოტელე, კანტი, ნიცშე – არიან მოაზროვნენი, რომელთა შეფასება ან აღქმა დამკვიდრებული, ტრადიციული ლოგიკის ხედვის კუთხიდან უბრალოდ შეუძლებელია.
ფორმალურ ლოგიკაზე აშენებული შემეცნება არა მარტო აფერხებს საზოგადოების განვითარებას, არამედ იმ სასტარტო პირობებსაც ანადგურებს, რომლიდანაც იწყება შემოქმედებითი სითამამე და ცვლილებების მოთხოვნილება.
რა არის ეთიკა, რა არის მორალი?
ამ ორ ცნებას შორის მექანიკურად სვამენ ტოლობის ნიშანს და სამწუხაროდ გამოკვეთილად არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეთიკა, აქვს თუ არა მას კავშირი მორალთან და რა გავლენა შეიძლება იქონიოს სოციალური ურთიერთობების ხარისხსა და ხასიათზე ამ ორი ცნების არასწორმა გააზრებამ.

ლექცია ჩატარდება 24 ნოემბერს 18:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 317 აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია!

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here