
ვროკავშირის (European Union in Georgia) დაფინანსებით მიმდინარესაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG); განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC); არბარითერ სამარიტერ ბუნდის (ASB Georgia) ერთობლივი პროექტის ფარგლებში – „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ – გაიმართება სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2017.
ფორუმის თანაორგანიზატორია სოციალურ საწარმოთა ალიანსი • Social Enterprise Alliance Georgia, ფორუმის მთავარი პარტნიორიასაქართველოს ბანკი • Bank of Georgia.
ფორუმის ძირითადი თემებია გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში და სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრების ერთობლივი შეკრების უზრუნველყოფა სამომავლო სტრატეგიების შესამუშავებლად.
ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის კავშირურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახლადდაარსებულ და უკვე მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ისევე, როგორც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი იმუშავონ სოციალური მეწარმეობის სფეროში. ასევე, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან.
თუ გსურთ გახდეთ ფორუმის მონაწილე, დარეგისტრირდით ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfaVaB71HVELQuktYyxBNotIv8B60Q5s5XPn1WJyniS1yR_Gw/viewform
ფორუმი გაიმართება 8 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანი #4.