
მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს სახელწოდებით “ნიღაბი” . ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მოყვარული სტუდენტური თეატრალური დასები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან .
ფესტივალი “ნიღაბი 2017” გაიმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, 4 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით , ყოველ დღე 16:00 სთ-ზე. დასწრება თვაისუფალია.