
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, მოგზაურთა კლუბი “უსაზღვრობა” გვამოგზაურებს მექსიკაში, პერუსა და ბოლივიაში: თეოტიუკანი, იუკატანის ნახევარკუნძული: ჩიჩენ–იცა, უშმალი, პერუ: კუსკო, მაჩუპიკჩუ და ვაიანაპიკჩუ, ტიტიკაკა, ნასკას ველი, ბოლივია: ტივანაკუ, ლაპასი.
უძველესი ტომების ინკების, აცტეკებისა და მაიას ნაკვალევზე გვესაუბრება ლელა პავლიაშვილი.
ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის წინ. გელოდებით, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
დასწრება თავისუფალია.