Home სხვადასხვა ჰაკათონი – “მე პატივს ვცემ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს”

ჰაკათონი – “მე პატივს ვცემ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს”

ჰაკათონი – “მე პატივს ვცემ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს”

15, 16 და 17 დეკემბერს, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ტარდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული, განსხვავებული და ინოვაციური ჰაკათონი – “მე პატივს ვცემ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს!”.
მონაწილეობისათვის საჭიროა შემდეგი:

• 18-დან 25 წლამდე ფანტაზიით სავსე თავი;
• 3 ადამიანისგან შემდგარი გუნდების წინასწარი რეგისტრაცია;
• უაღრესად დიდი სურვილი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის.

ჰაკათონის მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობადობის ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აუცილებლობაზე, ამასთან, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირება, რეალიზება და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება.

გამარჯვებული გუნდებისათვის გამოყოფილი საპრიზო ფონდია:

მესამე ადგილი − 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი („ელიტ ელექტრონიქსი“);
• მეორე ადგილი − 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი („ელიტ ელექტრონიქსი“);
• პირველი ადგილი − 1500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი („ელიტ ელექტრონიქსი“).

პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გამარჯვების დამადასტურებელ თასს და მის შესახებ შეიტყობს WIPO-ს წევრი ყველა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყება. ჰაკათონში მონაწილე ყოველ ინოვატორს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ჰაკათონის შესახებ დეტალური გეგმა და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე:
https://goo.gl/forms/9UCxOrFL0o7V4A3g1

მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა გაითვალისწინონ, რომ საქპატენტი უზრუნველყოფს მუშაობისათვის ისეთ აუცილებელ პირობებს, როგორიცაა – კვება, სივრცის სამუშაოდ მოწყობა და ტექნიკურად გამართვა.
საქპატენტი არ უზრუნველყოფს: მონაწილეთა ტრანსპორტირებას, მონაწილეთა ტექნიკური საჭიროებების მოძიებასა და უზრუნველყოფას (ლეპტოპები, გარე ვინჩესტერები, დამატებითი ეკრანები და ა.შ.).

ჰაკათონს ატარებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი. პროექტს მხარს უჭერს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), რომელმაც 2017 წლის მთავარ თემად გამოაცხადა “ინოვაცია – ცხოვრების გაუმჯობესებისათვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here