
15 დეკემბერს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი გთავაზობთ კამერული მუსიკის კონცერტს, რომელზეც შესრულდება 90-იანი წლების ქართველ კომპოზიტორთა თაობის ერთი-ერთი წარმომადგენლის-ირაკლი ცინცაძის ნაწარმოებები: მინიატურები არფისთვის, საფორტეპიანო ტრიო, სასულე კვინტეტი, კონცერტი ჩელესტის, ფლეიტისა და სიმებიანი კვარტეტისთვის, კონცერტი ფლეიტისა და სიმებიანი ოქტეტისთვის. შემსრულებლის რანგში წარსდგებიან სხვადასხვა თაობის ქართველი ინსტრუმენტალისტები.
ბილეთების შეძენა შესაძებელია როგორც ცენტრის სალროში ტელ.: (+995 32) 2962207 ასევე ვებ გვერდზე: https://biletebi.ge/kakhidzis-musikaluri-tsentri/1512-irakli-tsintsadzis-kameruli-musikis-kontserti-1512-the-concert-of-chamber-music