შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონფერენცია გამართა

0
448

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2017 წლის საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა: „მისასალმებელია საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. ასევე მივესალმებით ღია კონკურსისა და კონკურენციის პრინციპების, შეფასების საერთაშორისო სისტემის დანერგვას და ამ გზებით საუკეთესო ხარისხის კვლევების გამოვლენას. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრობის ყველა რესურსი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს ამ მიზნის მისაღწევად. სამინისტრო ამ მიმართულებით ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here