
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლოგისტიკის ოპერაციების დაგეგმვის კურსი დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისათვის სემინარს ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბიდან მოვლენილი ექსპერტთა ჯგუფი კითხულობს.
სამი დღის განმავლობაში მსმენელები ნატოს ოპერაციებში ლოგისტიკური საკითხების მიმოხილვას და დაგეგმვას გაეცნობიან. კურსს თექვსმეტი ქართველი და ერთი მოლდოველი სამხედრო მოსამსახურე ესწრება.
კურსი მიზნად ნატოს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და მის შემდგომ გამოყენებას ისახავს. სემინარის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ