ყველაზე დიდი მკვლელი, რომლის შესახებ თქვენ, შეიძლება, არაფერი იცოდეთ

0
836

  „გულის ცემა შვიდჯერ გამიჩერდა, დიდი ხნის განმავლობაში გაურკვევლად რჩებოდა, თავს გავართმევდი თუ არა“ – ამბობს   პატრიკ კეინი.

  ის, კინაღამ, ემსხვერპლა იმ მდგომარეობას, რომელსაც,ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში  იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ვიდრე – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მკერდისა და პროსტატის კიბოს ერთად აღებულს.

  პატრიკი, მხოლოდ, ცხრა თვის იყო, როდესაც, ერთ მშვენიერ დღეს, შეუძლოდ გახდა; დასუსტდა და „უკონტაქტო“ გახდა.

 ოჯახის ექიმმა მხოლოდ კალპოლი(Calpol) დაუნიშნა, თუმცა, პატრიკის დედამ ის მაინც საავადმყოფოში წაიყვანა. მაგრამ, ამ მოგზაურობისას, ბავშვის მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

 „ეს მართლაც რომ მოულოდნელი რამ იყო… მისვლისთანავე პოლიორგანული უკმარისობის დიაგნოზი დამისვეს“ – ამბობს პატრიკი.

  მან სამ თვეზე მეტი ხანი დაჰყო ლონდონის წმ.მარიამის საავადმყოფოში; დაკარგამარჯვენა ფეხის მუხლის ქვედა ნაწილი, მარცხენა ხელის კიდური და მარჯვენა ხელის თითები.

ამჟამად, 19 წლის ასაკში, პატრიკი ედინბურგის უნივერსიტეტში ბიოქიმიას  სწავლობს.

ის, რაც მას სჭირდა, იყო სეფსისი.

  „თქვენ, ან იცნობთ იმ ადამიანს, ვისაც სეფსისი ჰქონდა, ან ამის შესახებ არაფერი გსმენიათ“, ამბობს პატრიკი, BBC – თვის მიცემულ ინტერვიუში.

რა არის სეფსისი?

 სეფსისს ინფექციები იწვევს. მიუხედავად ამისა, მისი გამომწვევი მიზეზი, შეიძლება,  ჩვენი დასუსტებული იმუნური სისტემა გახდეს.

  სეფსისის განვითარება ინფექციის სისხლში მოხვედრითიწყება. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც დაბინძურებული ჭრილობა, ასევე – მწერის ნაკბენი. ასეთ დროს, თქვენი იმუნური სისტემა ბრძოლაში ერთვება, რათა ინფექცია დაამარცხოს და მის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

 მაგრამ, თუ ინფექცია ორგანიზმში სწრაფი ტემპით ვრცელდება, ამ შემთხვევაში, იმუნურ სისტემასგაცილებით მეტი ძალისხმევა ესაჭიროება, რომ დაავადებას წინააღმდეგობა გაუწიოს.ხსენებულ რეაქციას, შესაძლოა,კატასტროფულიშედეგები მოჰყვეს; მან,შეიძლება, გამოწვიოს სეპტიკური შოკი(არტერიული წნევა მკვეთრად ქვეითდება), ორგანოს უკმარისობა და სიკვდილიც კი.

სეფსისით, დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად, 44 ათასი ადამიანი იღუპება.

რა სიმპტომები ახასიათებს სეფსის?

 ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „The UK Sepsis Trust”-ი იმ ექვს სიმპტომს ასახელებს, რომელთა შესახებ უნდა ვიყოთ ინფორმირებულები :

  1. მეტყველების დარღვევა;
  2. შეუკავებელი კანკალი;
  3. შარდის შეკავება მთელი დღის განმავლობაში;
  4. ძლიერი ქოშინი;
  5. „შეგრძნება მაქვს, თითქოს ვკვდები“;
  6. კანი დაწინწკლული ან ფერმკრთალია.

ბავშვებში შედმეგი სიმპტომები აღინიშნება :

  • კანი დაწინწკლულია, ან ფერმკრთალი;
  • ლეთარგიული(მოძრაობისშეზღუდვა, ნივთიერებათაცვლისმნიშვნელოვანიდაქვეითება), ან გართულებულია ბავშვის გაღვიძება;
  • შეხებისას პათოლოგიურად ცივია;
  • სუნთქვა გახშირებულია;
  • გამონაყარი, რომელიც არ ქრება ხელით ზეწოლისას;
  • კრუნჩხვა, ან ეპილეპტიური შეტევა.

   „არ არსებობს ჯადოსნური სიმპტომი, გარდა იმისა, რომ ხალხმა თავად იკითხოს : შეიძლება რომ ეს იყოს სეფსისი?“, ამბობს პატრიკი.

რა კეთდება სეფსისის აღმოსაფხვრელად?

   დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ოდესმე, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.ჯანდაცვისა და კლინიკური მომსახურების ეროვნულმა ინსტიტუტმა(NICE), რომელიც ექიმებს საუკეთესო პრაქტიკას სთავაზობს, ახალი წესების შემუშავება დაიწყო.

  ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ჯილიან ლენგი ამბობს:“უახლესი შემთხვევების შესწავლისას ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანების მიერ სხვადასხვა სიმპტომების შეფასებისას ბევრი შეუსაბამობაა. ვფიქრობ, რომ სწრაფი მკურნალობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უფრო მეტის გაკეთება.“

     ორგანიზაციის თქმით,პაციენტის მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა შეფასდეს და სიცოცხლისათვის საფრთხისშემცველი სეფსისის მკურნალობაერთი საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.

     ექიმები და ჯანდაცვის სფეროს  წარმომადგენლები ამბობენ, რომ სეფსისის მკურნალობა ისეთივე სწრაფი მეთოდებით უნდა მოხდეს, როგორსაც  გულის შეტევის დროს მიმართავენ.

წყარო – BBC

ავტორი: ვიკა შაუთიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here