სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს ამჯერად გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 – კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, პარალელური გზაგამტარის,  სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის  მშენებლობა. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების  სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 370  ადამიანია დასაქმებული.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქვეყნის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი გადის ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.
პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2018 წელს იგეგმება.

დატოვეთ პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here