
კვირას, 17 დეკემბერს, არაფერი დადგეგმოთ. უფრო სწორად, დაგეგმეთ – 17 საათიდან +1 საათი, რადგან სწორედ ამ დღეს და ამ დროს გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მიშა ბახსოლიანის კრებულ „სასაუზმე „ბუდაპეშტის“ პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: გრიშაშვილის 8, “საჩებურეკე აბანოთუბანში”.
„სასაუზმე „ბუდაპეშტი“ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნებს მკითხველს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ალბათ ყველაზე გულწრფელ, ნაივურ, მიწიერ და, ამავდროულად, პარალელურ სამყაროში ხშირად მოგზაურ ავტორს, რომელმაც კარის მეორე მხრიდან მოტანილი ზღაპრული ამბები პროზაული კორპუსების ფუღუროებში მცხოვრებ ადამიანებთან დააკავშირა და წიგნად შეკრა.
ყველა აქ არის: მარი, გიო, ჯოკრის ოთხეული, აჯამეთის ტყის ყაჩაღები, სერ სედრიქი, სიკვდილის მუზეუმის ექსპონატები, სამივე დერვიში, ჯართულის მასწავლებელი რ2დ2 და აქ ხართ თქვენც – რადგან ყველა ამ ამბავს ყოველდღე ისმენთ, ხედავთ, შესაძლოა, თავსაც გადაგხდენიათ, მაგრამ არასდროს მოგიყოლიათ ისე, როგორც ეს ყველაფერი მიშა ბახსოლიანის ახალ კრებულშია მოთხრობილი.