Home კულტურა წიგნის „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე“ პრეზენტაცია

წიგნის „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე“ პრეზენტაცია

წიგნის „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე“ პრეზენტაცია

2017 წლის 19 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 214 აუდიტორიაში , 17 საათზე, გაიმართება ადამ ბექაურის წწიგნის „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე“ პრეზენტაცია .
მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მოგონებები და საარქივო დოკუმენტები ვაჟა-ფშაველაზე, ასევე მის ოჯახის წევრებზე.
ამ მოგონებებში მკითხველი გაეცნობა ვაჟას მოყვრებს სოფელ ხორხში და მძახლებს სოფელ მაგრანეთში.
ჩვენს თვალწინ წარმოსდგება მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები მდიდარი ფშაველი მეცხვარე გეჯა ბეწუკლიშვილი, რომლის ვაჟმა შალვამ, ვაჟას უფროსი ქალიშვილი თამარი შეირთო ცოლად. ამ მოგონებებში შეულამაზებლად არის აღწერილი მათი ქორწილი და შალვას უცნაურობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here