Home სხვადასხვა ფორუმი – დეკოლონიური პერსპექტივები:ისტორია, პოლიტიკა, მოძრაობები

ფორუმი – დეკოლონიური პერსპექტივები:ისტორია, პოლიტიკა, მოძრაობები

ფორუმი – დეკოლონიური პერსპექტივები:ისტორია, პოლიტიკა, მოძრაობები

ქვეყანაში არსებული ნეოლიბერალური დღის წესრიგი ხელს უშლის ემანსიპატორული პოლიტიკური ალტერნატივებისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხების დამკვიდრებას. თანამედროვე გლობალური უთანასწორობის გააზრება ისტორიისა და პოლიტიკური დინამიკის შესწავლას მოითხოვს. პოსტკოლონიური და დეკოლონიური ხედვები ერთი მხრივ, დღევანდელი პოლიტიკური საკითხების ისტორიულ ასპექტებს წარმოაჩენს და მეორე მხრივ, გვეხმარება კოლონიალიზმის თანამედროვე, უფრო დახვეწილი ფორმის, ნეოკოლონიალიზმის გააზრებაშიც. ასევე, საინტერესოა ისტორიულად და თანამედროვებაშიც სხვადასხვა იმპერიების გზაგასაყარზე მყოფი საქართველოსთვის დეკოლონიალიზმის მნიშვნლობა და არსი. კონფერენციაზე მომხსენებლები შეეცდებიან დღეს საქართველოში და გლობალურად აქტუალური საკითხები და ჩაგვრის ფორმები დეკოლონიური მზერის ქვეშ მოაქციონ და გააანალიზონ.

ფორუმი ტარდება ,,სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრის“ (CARC) მიერ, ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

ფორუმი გაიმართება თსუ-ის I კორპუსის (ჭავჭავაძის ქ.N1) 214-ე აუდიტორიაში. 22 და 23 დეკემბერს, 16:00-21:00.

გაეცანით ფორუმის პროგრამას:

22 დეკემბერი

პანელი I
16:00 – 16:20 – შოთა პაპავა – იმპერიული ტრავმის თანამედროვე მაგალითები
16:20 – 16:40 – ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი – ,,ბრექსიტი“ და ბრიტანეთის იმპერიული წარსული
16:40 – 17:00 – შოთო აზიკური – ნეოლიბერალური გლობალიზაცია ანუ 21-ე საუკუნის იმპერიალიზმი: გამოწვევები მემარცხენე მოძრაობებისთვის
17:00 – 17:20 – მაია ბარქაია – გლობალური უთანასწორობა და კოლონიალიზმის როლი: ინდოეთის მაგალითი
17:20 – 17:30 – დისკუსია, პანელის შეჯამება
17:30 – 17:50 – შესვენება, coffee-break

პანელი II
17:50 – 18:10 – გიორგი მაისურაძე – “პოსტიმპერიული ტრავმა და თვითკოლონიზაციის „სტრატეგიები“
18:10 – 18:30 – ლუკა ნახუცრიშვილი – მერაბ მამარდაშვილის “ისტორიოსოფია“ და მისი ევროპაცენტრული ლოგიკა
18:30 – 18:45 – დისკუსია, პანელის შეჯამება

პანელი III
18:50 – 21:00 – ფილმის ჩვენება და დისკუსია
,,The Battle of Algiers“
(რეჟისორი: ჯილო პონტეკორვო)
მოდერატორი: გიორგი გაბელია

23 დეკემბერი

პანელი IV
16:20-16:40 – ეკა იმერლიშვილი – ,,აქტივიზმის დეკოლონიზაცია: დამოუკიდებლობა, როგორც რადიკალური აქტი”
16:40 – 17:00 – თამარ ცხადაძე – გლობალური და ლოკალური იერარქიები და ბრძოლა ემანისპაციისთვის: ფემინისტური პერსპექტივა
17:00 – 17:15 – დისკუსია, შეჯამება
17:15-17:50 – შესვენება, coffee-break

პანელი V
17:50 – 18:10 – ნათია ქარჩილაძე, გიორგი არობელიძე – ,,ადამიანის უფლებების კრიტიკა პოსტკოლონიური პერსპექტივიდან“
18:10 – 18:40 – თამუნა ქებურია – ,,სოციალური მოძრაობების სწავლების (SMS) გადააზრება პერიფერული მიჯნიდან: მშრომელთა კოლექტიური წინააღმდეგობის მოქმედებების ანალიზი”
18:40 – 18:55 – დისკუსია, შეჯამება

პანელი VI (პუბლიკაციების პრეზენტაცია)
19:00-19:20 – „ჩარევა სასურველია: ჰაინრიჰ ბიოლი – 100: მწერალი და მოქალაქე“
მომხსენებელი: ნინო ლეჟავა
19:20-19:40 – ..წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები” (EMC, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი)
მომხსენებლები: თამუნა ქებურია, თათული ჭუბაბრია

დამატებითი ინფორმაცია ფორუმთან დაკავშირებით განთავსდება შემდეგ მისამართზე: www.carc.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here