
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 35-ე კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ. მექვენაზე და სოფ. ორხვზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.