[:ge]„ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია და ამის საოცრად მადლიერი ვარ“-ნინა შაკიაშვილი[:]

0
1866

[:ge]

    ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები, თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაქვს ამის ნიჭი; ვერ გახდები, თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება, ფიქრი რაღაც სხვაზე-ახალსა და განსაკუთრებულზე. ხელოვნება-ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, ამიტომ ის უფრო მეტად თანდაყოლილია, ის შინაგანი ძალა და ენერგია, რაც ადამიანის შიგნითაა.  ბავშვობიდან იწყება ნინას შემოქმდებეის ისტორია. გოგონასი, რომელმაც  საკუთრი შემოქმედება ერთი სახელის „Nina’s Art Room-ის“ ქვეშ გააერთიანა. ასე იწყება იმ გოგოს ისტორია, რომელმაც საკუთრი თავი ხელოვნებაში იპოვა. სრულიად შემთხვევით, მაგრამ დღეს ზუსტად იცის,რომ ეს მისი საყვარელი საქმეა, რომლის კეთების სურვილი ყოველთვის ექნება.

ხუთი წლის იყო,პირველი ნამუშევარი რომ შექმნა, სრულიად შემთხვვით და დამოუკიდებლად. არავინ მიხმარებია, არავის უსწავლებია, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა. დღემდე ასეა. სკოლის დამთვრების შემდეგ სრულიად სხვა გზას გაჰყვა და ხელოვნებაც დროებით მიივიწყა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, მიხვდა, რომ რაღაცის შექმნა შეეძლო და ამას დიდი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებდა. მას შემდეგ არ გაჩერებულა. სულ ქმნის რაიმეს, ბეჭედს, ყელსაბამს, ჩარჩოს, საათს, ხატავს სკამებს, კედლებს. დღეს ნინა შაკიაშვილი ხელოვნებით ცხოვრობს და თავისი შემოქმედების გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება.

 მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედების გზა?

 ბავშვობიდან ვაკეთებ რაღაცებს, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისს. ჩემი პირველი ნამუშევარი ხუთი წლის ასაკში იყო – გობელინი, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად შევქმენი. რა თქმა უნდა, მაშინ პატარა ვიყავი და ამისთვს არ  მიმიქცევია ყურადღება. ისე გამოვიდა, რომ, ამის შემდეგ, შემოქმედებაზე ბევრი აღარ მიფიქრია. სკოლის დამთვრების შემდეგ პროფესია ტურიზმის მიმართულებით გავაგრძელე. არასდროს მიმიღია რაიმე სახის განათლება ხატვის, ან, კონკრეტულად, პოლიმერულ თიხაზე მუშობის კუთხით. ყველაფერი თავისთავად გამოვიდა. ხშირად  ვფიქრობ, საიდან მოდის ეს ენერგია, შთაგონება. ზოგჯერ, როდესაც ახალ ნივთს ვაკეთებ, მგონია, რომ ეს უკვე გაკეთებული მაქვს. ვიღებ უბრალოდ ძაფს, ნემსს და ჩვეულებრივად ვაკეთებ, ამისთვის არ მჭირდება ზედმეტი ფიქრი, წვალება, წინასწარი ესკიზის შექმნა. ეს ყველაფერი ღვთისგან მოდის და ამის მადლიერი ვარ. მაქვს იმის უნარი, შევქმნა საოცრად ლამაზი ნივთი და შემდეგ სხვა გავახარო.

როდის გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

 გამომიჩნდა მცირე დრო და  ძალიან მომინდა შემექმნა რაიმე. გამომეყენებინა  ის შინაგანი ენერგია, რომელიც, ამდენი წლის განმავლობაში, გროვდებოდა. გადავწყვიტე, თავდაპირველად, რაღაც ისეთი გამეკეთებინა,  რისი მასალაც სახლში უკვე მქონდა და ამაზე ფიქრი არ მომიწევდა.  დავიწყე კედლის საათებიდან. ვიყენებდი ბოთლებს, ქაღალდის ხელსახოცებს,. ვამზადებდი სანათებს, ბრებს. სამკაულებზე არც მიფიქრია. ამ ნივთებსაც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებდი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს ფართო სახეს მივცემდი. ასევე, ერთ-ერთი ფაქტორი,რის გამოც დავიწყე ნივთების დამზადება, მოგზაურობის სიყვარულია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. იმდენად სავსე, ბედნიერი ვბრუნდები იმ ადგილიდან, რომ მინდა, მე თავად შევქნა რაღაც ლამაზი, ჩემი შთაგონება და ემოცია გადავიტანო ჩემს ნამუშევრებში.

 როდის შეიქმნა „„Nina’s Art Room“?

 დამეწყო სამკაულების შექმნა – ეს იდეა ჩემი მეგობრებისგან წამოვიდა. ისინი  მთხოვდნენ, მათთვის გამეკეთებინა სხვადასხვა სამკაული და რადგან მეც შემეძლო, უარს არ ვეუბნებოდი. გავაკეთე რამდენიმე ბეჭედი და აქედან დაიწყო ყველაფერი, გადავწყვიტე, რომ უკვე რეგულარულად შემექმნა ნამუშევრები.  გვირილებით დავიწყე ჩემი სამკაულების შექმნა. შემდეგ, საზოგადოებას იმდენად მოეწონა, რომ დღესაც, ძირითადად, გვირილებით ვამზადებ სამკაუებს. მათი ემოციები და სურვილები მაძლევს იმის ენერგიას, რომ გავაკეთო რაღაც კიდევ სხვა, კარგი, განსაკუთრებული, ისეთი, რაც მათ მოეწონებათ და დააინტერესებთ. თუმცა, ზოგს კესანები უყვარს, ზოგს ყაყაჩო. მოგვიანებით, შევქმენი საიტი. ჩემს ნამუშევრებს ვუღებდი ფოტოებს და ვტვირთავდი. უკვე 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩემი ნამუშევერბით ფართო საზოგადოება დაინტერესდა, გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი.

 რასთან არის დაკავშირებული  ბრენდის სახელწოდება?

 პირველად, როდესაც ნამუშევრების კეთება დავიწყე, მქონდა ოთხი, რომელიც მთლიანად ჩემი გემოვნებით იყო მოწყობილი.მისი ყოველი დეტალი, ყოველი კუთხე ისეთი იყო, როგორიც მე მინდოდა. სწორედ ამ ოთახში დავიწყე ნივთების დამზადებაამ ადგილას შევქმენი ბევრი საყვარელი, ახალი, ჩემთვის ძვირფასი ნივთი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამერქმია ისეთი სახელი, რომლის მონაწილე  ჩემი ჯადოსნური ოთახიც იქნებოდა. ასე გაჩნდა „Nina’s Art Room“.

 რა მასალას იყენებთ ნამუშევრების დასამზადებლად და, ძირითადად, რა სახის ნაკეთობებს ამზადებთ?

 ძირითადად, სამკაულებს ვამზადებ. ასევე,  ვაკეთებ დეკორაციებს. როდესაც ვიწყებ რაღაცის კეთებას, არის შემთხვევები, იმაზე უკეთესი გამოდის, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ისეთი კარგი არ გამოდის, როგორიც მინდოდა. თუმცა, ძირითადად,  ისეთი გამოდის,  როგორსაც ვფიქრობდი. ამ ეტაპზე ნივთებს პოლიმერული თიხისგან ვაკეთებ. რადგან სამუშაოდ  უფრო მოქნილი, მყარი და ლამაზია. ასევ ვიყენებ ისეთ ნივთებს და ისეთ მასალას, რაც უკვე აღარ გამოიყენება და გადასაგდებად არის გამზადებულია.  ვცდილობ, განვაახლო  ეს ნივთები და რაღაც ახალი დანიშნულებით გამოვიყენო.

რამდენად ხშირად ქმნით ნივთებს საკუთარი თავისთვის?

 საკუთარი თავისთვის ნივთებს საკმაოდ იშვიათად ვამზადებ. თუმცა ძალიან ბევრი ნივთი მაქვს დატოვებული,პირველი ნამუშევრები განსაკუთრებით და, ასევე, თუ რაღაც ძალიან ლამაზი და უცხო გამოდის, მათ აუცილებლად ვიტოვებ. ისინი ჩემთვის განსაკუთრებული და ძალიან ღირებულია. მას ვერ გავყიდი ვერანაირ ფასად. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალა და რამდენად ლამაზია, მაგრამ ის ჩემთვის შეუფასებელია.  როდესაც ნამუშევარს ვინმესთვის  ვამზადებ,  აუცილებლად უნდა ვაჩუქო. მაგრამ, თუ რაღაცას ჩემთვის ვამზადებ და მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ და ვაჩუქო, იმის გაჩუქება  და გაყიდვა ძალიან მიჭირს. შემიძლია,  მსგავსი დავუმზადო და ის ვაჩუქო, მაგრამ არა ის, რაც ჩემთვის გავაკეთე.

 რითი განსხვავდება თქვენი ნანუშევრები, რის გამოც ისინი უნდა შეიძინოს მყიდველმა?

ჩემი ნამუშევრები განსხვავდება სხვებისგან იმით, რომ ყველა ფოთოლს, თითოეულ დეტალს, თითოეულ წერტილს, ხელით ვქმნი. არ ვიყენებ მზა ფორმებს, ყალიბებს მის გასაკეთებლად. ყველაფერი ხელით მზადდება, ამიტომ, თითოეული ნამუშევარი განსხავდება.ძალიან რომ მინდოდეს, ზუსტად მსგავს ვერც შევქმნი.

 რა არის თქვენ საქმეში განსაკუთრებული, რის გამოც ის გიყვართ?

 ეს ყველაფერი შინაგანად მოდის, შინაგანი მოთხოვნილებაა. შექმნის პროცესი კიდევ უდიდესი ბედნიერებაა. როდესაც რაღაცის გაკეთება მინდა და რაიმეს ვქმნი, ეს შვებაა ჩემთვის. შეიძლება, ღამეები გავათენო იმაზე ფიქრში, თუ როდის გავაკეთებ.  ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გამოხატავ შენს შინაგან მდგომარეობას ისე, როგორც გინდა. საბოლოო ჯამში, იღებ შედეგს და ამით გადასცემ სხვას შენს ემოციებს. შემდეგ ეს ენერგია დადებითად ისევ გიბრუნდება.  როდესაც პირველად საათი გავაკეთე, ამუშავდა და  წიკწიკი დაიწყო, ეს საოცარი შეგრძნება იყო.

მიყვარს – ადამიანები, ბუნება, სიცოცხლე.

მიხარია –მიზნის მიღწევა, დაკარგულის პოვნა, უანგარო სიკეთე,  პოზიტიური ამბები.

ვოცნებობ –  ნათელ. თბილ. მყუდრო  სახელოსნოზე, ფერადყვავილებიანი ეზოთი.

ვგრძნობ – როგორ ვიზრდები  შემომედებითად.

შემიძლია–  მტრის სიყვარული.

არ შემიძლია ვფიქრობ, მთავარი უფლის წყალობა და სურვილია, შეუძლებელი რა უნდა იყოს,

მრცხვენია  როცა მაქებენ, ან კომპლიმენტს მეუბნებიან.

მწამს  ღმერთის.

ვინახავ  ყველაზე  უფუნქციო (მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვან)  ნივთს, ჩანაწერს, ჩანახატს.  რომელიც რომელიმე ადამიანთან, ან მოგონებასთან არის  დაკავშირებული

მწყინს..      როცა საიდუმლოს ვერ მინახავენ და ამით მე მათ ნდობას ვკარგავ.

როგორ მიყვარს მიყვარს უანგაროდ და უპირობოდ.

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდისაფრანგეთში ან იტალიაში, თუმცა, მივიჩნევ, რომ მე და ჩემი ქვეყანა ერთმანეთს ვჭირდებით და სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

ის, რისი თქმაც მინდა/მინდოდა და ახლა ვიტყვი თქვენთან მინდა, რომ ყველა ადამიანი თავისი საყვარელი საქმიანობით იყოს დაკავებული, ვფირობ, ეს ერთერთი გზაა,  ვიყოთ მეტად კეთილები, ბედნიერები, ძლიერები და ჯანმრთელები… კი, ასეა, რადგან ადამიანი, რომელიც საყვარელ საქმეს აკეთებს, არ აქვს იმის დრო და სურვილი, ცუდზე იფიროს, განსაკუთრებით ბავშვებს ეხება… ყველა მშობელს ვთხოვ, ნუ ჩამოაშორებენ საყვარელ საქმიანობას, ნიჭი ღმერთის საჩუარია და უნდა დავაფასოთ

ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ ყველაფერი კარგად იქნება..

ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი

[:]

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here