გენდერული (უ)თანასწორობა

0
1342

საქართველოს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ, ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებებთან დაკავშირებით, არაერთ  განმარტებას ვხვდებით. ვკითხულობთ მუხლებს, რომლებშიც საუბარია გენდერული თანასწორობის შესახებ შრომითი ურთიერთობებისას, სახელმწიფო გარანტიების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სფეროში, საინფორმაცი რესურსებით თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში, გენდერული თანასწორბის  უზრუნველყოფაზე საოჯახო ურთიერთობებში და სხვ.თითოეულ შემთხვევაში საუბარია ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობაზე.საბოლოოდ, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.

ხშირად გვესმის მსჯელობა გენდერული თანასწორობისა და, ზოგადად, გენდერის შესახებ.  სიტყვა გენდერი მიღებულია საზოგადოების მიერ, მაგრამ ყოველთვის არ არის სრულყოფილად გაგებული. გენდერი სოციალური სქესია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში და ამ ქცევის აღქმას საზოგადოების მიერ. საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ ტერმინ გენდერს ასე განმარტავს – „სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“.სტატისტიკა ასეთია – ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ფაქტის არსებობაში, კაცებთან ერთად, ქალებსაც მიიჩნევს დამნაშავედ. ქალები საკუთარი ისტორიულ მოვალეობად მიიჩნევენ, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ რეცხვა, საჭმლის მომზადება და საკუთარ მეუღლეზე ზრუნვაა.

 „The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით, 2006 წელს, საქართველო, 135 ქვეყანას შორის, გენდერული თანასწორობის ხარისხის მიხედვით, 54-ე ადგილზე იყო, 2007 წელს – 67-ე, 2008 წელს – 82-ე, 2009 და 2010 წლებში 88-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2011-იდან 2014 წლის ჩათვლით 85-ე, ან 86-ე ადგილზე იყო.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით,  საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში, 2003-2004 სასწავლო წლიდან 2013-2014 სასწავლო წლამდე, მდედრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობა აღემატება მამრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობას. შესაბამისად, განვითარების ამ ეტაპზე, არ ხდება ქალთა გენდერული დისკრიმინაცია. ეკონომიკური აქტივობების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული შედეგებით, აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) მიხედვით, მამაკაცები ჭარბობენ ქალბატონებს.ეს ინფორმაცია არსებითად ეწინააღმდეგება „The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებს, სადაც საქართველო 86-ე ადგილზეა.

 საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის იანვარში დაამტკიცა 2014−2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. დაინერგა პრობაციონერი ქალების სარეაბილიტაცი პროგრამები; საბავშვო ბაღები გახდა უფასო – ორგანული კანონით აიკრძალა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლისა და კვების მომსახურებისთვის გადასახდელის დაწესება; ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია ქალთა და გოგონათა სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად; ამოქმედდა ფოლის მჟავის მიწოდების პროგრამა, რომელიც ახდენს ნაყოფის ენცეფალური პრობლემების პრევენციას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წელს შემოვიდა (როგორც UNIFEM) რეგიონული პროექტით ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2006 წელს დასრულდა.UNIFEM-მა საქართველოში საქმიანობა 2008 წელს განაახლა, აიყვანა მრჩეველი გენდერის საკითხებში, გახდა გაეროს გუნდის აქტიური წევრი, თავმჯდომარეობდა გენდერის თემატურ ჯგუფს და შეასრულა გადამწყვეტი როლი გენდერის ჩართვაში გაეროს 2012 – 2014 წლების განვითარების ხელშეწყობის გეგმაში.ამეტაპზე, საქართველოში UN Women-ის პორთფოლიო შედგება ინტერვენციებისაგან შემდეგ სფეროებში: ქალებიმშვიდობა და უსაფრთხოება; ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა; ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია  ძირითად მიზანზე: არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის  გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მიზნის მხარდასაჭერად  UN Women საქართველოში მუშაობს შემდეგ თემებზე:

  • ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
  • ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  • ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;
  • გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.

აღსანიშნავია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობა. საქართველოს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელ, ასევე – საკანონმდებლო შტოში, შექმნილია გენდერული თანასწორობის მექანიზმები –  გენდერული თანასწორობის სამთავრობო კომისია და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო.საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა სირთულეებთან ასოცირდება.ეს იმის გამო, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსული ქადაგებდა და, მეტ-ნაკლებად, დღესაც ქადაგებს, რომ მამაკაცს მეტი უფლებები და თავისუფლებები აქვს, ვიდრე – ქალს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here