1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ტელე-რადიო, ბეჭდური და ელქტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე რთველში მიიღონ მონაწილეობა და ბაზაზე გაშენებული უნიკალური ნარგაობების შესახებ ინფორმაცია მეცნიერებისგან მიიღონ.➤ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ თანდართული აპლიკაცია
➤ აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 სექტემბერიჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში (თბილისიდან 28 კმ) 80 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის ქართული 437 და უცხოური 350 ჯიშია დაცული, მათ შორის, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებს ახორციელებს.