4 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში” მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით – „სულისა და სხეულის შესახებ” გაიხსნება.

უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის 2017 წლის ფილმი „სულისა და სხეულის შესახებ” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს – „ოქროს დათვის” მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში. ამას გარდა, „სულისა და სხეულის შესახებ” ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა” წარდგენილი.

მე-18 ფესტივალს სტუმრად ეწვევა კანადელი რეჟისორი დენი კოტე, რომლის ფილმებსაც ფესტივალის განმავლობაში შემოგთავაზებთ. გახსნის ცერემონიაზე დენი კოტეს გადაეცემა საპატიო „ოქროს პრომეთე“.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here