Home Blog Page 3

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო 1200 მეტრი სიგრძისაა. ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. საბაგირო მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა არის, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი.

არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

თავდაცვის მინისტრი კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალზე იმყოფებოდა.

114 ოფიცერს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა კურსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის“ გახსნას ითვალისწინებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამომავლოდ ინგლისურ ენაზე მანევრის უმცროსი ოფიცრები მომზადდებიან, რომლებიც ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას შეძლებენ.

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულებმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს.

საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კაპიტნის საკარიერო სკოლის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების II საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს ტაქტიკური დონის განათლება მიიღონ. კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლაში ფუნქციონირებს 9 საკარიერო კურსი, სადაც სხვადახვა გვარეობების მიხედვით, ასეულისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრების მომზადება ხორციელდება.

კაპიტნის საკარიერო კურსმა დაარსებიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა. 2004 წელს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩეველთა მხარდაჭერით ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი დაარსდა, რომელმაც პირველი მიღება 2005 წელს განახორციელა. 2007 წელს ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსად გადაკეთდა, შემუშავდა ახალი სასწავლო მასალა და პროგრამა. მოგვიანებით, 2007-2014 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სხვადასხვა გვარეობების – არტილერიის, დაზვერვის, მანევრის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოგისტიკის, ავიაციისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები.

2005 წლიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლაში მომზადდა სულ 1226 ოფიცერი. მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში განხორციელდა 21 გამოშვება და მომზადდა 572 ოფიცერი.

ლევან იზორიას შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას, ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებასა და სამხედრო მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მჭიდრო კავშირი აქვთ. 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას ხელი ლევან იზორიამ და ვიგენ სარგსიანმა გასულ წელს მოაწერეს. 2018 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არსებულ გამოწვევებს. მინისტრებმა ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან.
ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი დაესწრნენ.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

შსს-მ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ., 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ბ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. და 1991 წელს დაბადებული უ.ე. თბილისში დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა – ვ.ბ.-მ შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა – ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. ვ.ბ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.

ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთივე წევრი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მსაჯვრდებულებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლი ,,შვიდკაცა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მსაჯვრდებულებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გამართა.

ანსამბლის წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს, მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია პრიორიტეტია და ანსამბლ ,,შვიდკაცას“ კონცერტი სწორედ აღნიშნულის ფარგლებში ჩატარდა.

ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N14 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მის ხელმძღვანელებთან ერთად ახლადგახსნილი საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა და იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა.

ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულებაში ასევე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო პუნქტიც დაათვალიერა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტი, სასტერლიზაციო, შიდსისა და ინფექციური დაავადებების სკრინინგისა და სხვა სახის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტის მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იქ მომუშავე პერსონალს მადლობა გადაუხადა.

“დავათვალიერეთ გეგუთის N14 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მინდა, აღვნიშნო, რომ მომსახურე პერსონალი ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია, სათანადო დახმარება გაუწიონ აქ მყოფ მსჯავრდებულებს,”- აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური ჯანდაცვის ორგანიზებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი რეფორმა განახორციელა.

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ – განახლებული „ასსა“

2 იანვარს, ბიოლი ჰოლში ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ აუდიტორიის წინაშე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამით „ასსა“ წარსდგებიან.

განახლებული „ასსა“, რომელიც წელს კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა, ქორეოგრაფიული ხელოვნების მოყვარულებს სიურპრიზს უმზადებს – მაყურებელი ახალ ცეკვას კოჯრის ულამაზეს გარემოში იხილავს. კონცერტი ახალი წლის ულამაზეს დასაწყისს გვპირდება.

ისიამოვნეთ არაჩვეულებრივი ხედებით, საუცხოოდ მომზადებული განსაკუთრებული კერძებით და სპეციალურად ბიოლის სტუმრებისთვის დამზადებული ბიო ღვინოებით. ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, კოჯრის მწვანე ტყის ულამაზეს გარემოში თქვენ გელოდებიან კეთილგანწყობილი მასპინძლები, რომლებიც ზრუნავენ, რომ დაუვიწყარი საღამო შექმნან სპეციალურად თქვენთვის.

► ბილეთის ფასი: 500 ლარი (ფასი მოიცავს დღგ-ს)

ფასში შედის:
✔ კონცერტი
✔ სადღესასწაულო ვახშამი და ღვინო

► სტუმრების მიღება და ვახშამი დაიწყება 20:00-დან, კონცერტი კი – 21:00-ზე.

ბილეთები: www.biletebi.ge
მაგიდის ასარჩევად დაგვიკავშირდით: +995 595 801 003

ზამთრის სიზმარი

გალერეა წითელი კვადრატი წარმოგიდგენთ ნინო ფერაძის პერსონალურ გამოფენას – ,,ზამთრის სიზმარი” გამოფენის გახსნა: 15.12.2017. 18.00 სთ-ზე გამოფენა გაგრძელდება 10.01.2018- მდე მის:ფალიაშვილის 88

ჯოი – მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

29 დეკემბერს, საღამოს 8:00 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში ახალ წელს მისაღწევი მიზნების ჩამოსაწერად და ისეთი ფილმის სანახავად გეპატიჟებით, რომლის მთავარმა გმირმაც უდიდეს წარმატებას მხოლოდ იმის ხარჯზე მიაღწია რომ ზუსტად იცოდა რა უნდოდა, იმოქმედა და არ დანებდა…
წარმატებამდე გზა ყოველთვის წარუმატებლობების სიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს. ვეცემით, გვიჭირს… ხშირად, გვეშინია… გვადარდებს ყველაფერი რაც კი რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ჩვენს ჩანაფიქრთან…
ფაქტი ერთია, თითქმის ყველა წარმატებული და წარუმატებელი ადამიანი საკუთარი ისტორიის მოყოლას ასე ვთქვათ, ერთნაირი, „ჩავარდნილი“ ამბებით იწყებს შემდეგ კი მათი თხრობის ხაზი იყოფა …
წარმატებას აღწევენ ადამიანები რომლებიც არ ნებდებიან, წარუმატებელი ადამიანების უმრავლესობა კი დანებებულია…
წინასაახალწო პარასკევი, ზუსტად მიზნების ჩამოწერისთვის და სხვისი მიღწეული მიზნის შესახებ, ჯადოსნური ფილმის ნახვისთვის შესაფერისი საღამოა.
გელით.

რეჟისორი: დევიდ ო. რასელი
წელი: 2015
ქვეყანა: ამერიკა
ენა: ქართული
ქრონომეტრაჟი: 124

ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირისგამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. 🙂
ვინც ჩვენთან ერთად აპირებს ფილმის ყურებას, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ წინასწარ Facebook-ის გვერდზე. 🏡

დასწრება თავისუფალია ✅

“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტ “ახალი მზიურისა” და ორგანიზაცია “აჰუაჰუ” “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით; სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.
#ადაპტირებულია ♿
#კინომზიურში

განწყობის თეორია

დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს: “განწყობის თეორია“ ტრენერი: პროფ. თეა გოგოტიშვილი ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი; ფსიქოლოგიური მეცნიერების- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; საერთაშორისო კავშირში (IUPsyS) საქართველოს წარმომადგენელი. სწავლის ხანგრძლივობა:5 დღე (15 საათი) 14 დეკემბერი-19:00 23 დეკემბერი-11:00 18 იანვარი-7:00 27იანვარი-11:00 1 თებერვალი-7:00 ტრენინგის ღირებულებაა 200₾ სტუდენტებისთვის 150₾ სასერტიფიკატო ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა, შეავსეთ მოცემული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1S8b8UA_pAs8KYXInNQSx41JgOk9tdJbe-NBMouTLEK4/edit?c=0&w=1 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 2 14 06 60; 2 92 03 36; 555433343 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-იდან 18:00 სთ-მდე ელ-ფოსტა: d.uznadzeinstitute@gmail.com