15 ოქტომბერს ქართული ღვინის ფესტივალი
⚫ღონისძიების დასაწყისი – 12:00 სთ
⚫დასასრული -19:00 სთ
⚫ლოკაცია – შარდენზე, სიონის ქუჩაზე
⚫დასწრება: თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი ა ! ! !
ფესტივალი მათთვის, ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს!
⚫ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები გრანდიოზულ ფესტივალს გამართავენ – სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან;
⚫ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობით. იგეგმება 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა;
⚫უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა – ეს მხოლოდ მცირედია, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.