Home კულტურა ფილმის ჩვენება – დისკუსია: მე გადავცურე ენგური

ფილმის ჩვენება – დისკუსია: მე გადავცურე ენგური

ფილმის ჩვენება – დისკუსია: მე გადავცურე ენგური

“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი” ახალ სეზონს ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის, “მე გადავცურე ენგურის” ჩვენებით ვიწყებთ!

ფილმის გმირი, ახალგაზრდა ქალი, იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. სახლის ძიებისას, ის იკვლევს მასსავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ; ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას. პოულობს ე.წ გადამყვანებს, რომლებიც ეხმარებიან მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეს არის ამბავი, როგორ შეიძლება, ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნება.

ფილმის ჩვენება გაიმართება 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ახალ მზიურში
დასწრება თავისუფალია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here