Home კულტურა Jesus Christ Superstar – მზიური Live

Jesus Christ Superstar – მზიური Live

Jesus Christ Superstar – მზიური Live

7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ნაწარმოები, რომელმაც მთლიანად შეცვალა იქამდე არსებული როკმუსიკა როგორც მენტალური, ასევე – ჟღერადობის თვალსაზრისით, აჩუქა რა მუსიკალურ კაცობრიობას ულამაზესი ვოკალური პარტიები, რომლებსაც ასრულებს არამარტო უმაღლესი დონის როკ ვარსკვლავი, არამედ – სხვა მრავალი შემსრულებელი, რომელიც როკმუსიკის ისტორიაში მხოლოდ ამ როკოპერის გამო შევიდნენ
მზიური Live წარმოგიდგენთ ენდრიუ ლოიდ უებერის და ტიმ რაისის ლეგენდარულ როკ ოპერას – Jesus Christ Superstar!

ოქტომბრის ბოლომდე, ყოველ შაბათს, “მზიური Live” გიჩვენებთ მუსიკის ისტორიაში 15 უმნიშვნელოვანეს კონცერტს:

✔ ღია ცის ქვეშ;
✔ სუფთა ჰაერზე;
✔ ქალაქის ხმაურისგან შორს;
✔ დიდ ეკრანზე და
✔ საუკეთესო ხმით.

სპეციალურად ამ პროექტისთვის, “მზიურმა” მოიწვია პირველი ციფრულიროკ ენციკლოპედიისა და მუსიკალურ თემებზე მომზადებული არაერთი მასალისა და რადიოგადაცემის ავტორი, აჩიკო ბენაშვილი, რომელიც, როკბლუზ კონცერტების დიდ ეკრანზე ნახვასთან ერთად, სცენაზე მდგარი ჯგუფებისა, თუ ინდივიდების შემოქმედებას უკეთ გაგვაცნობს.

დასწრება თავისუფალია.
#ადაპტირებულია ♿

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here