კუმკუატის მარცვალი/The Kumquat Seed

0
622

29 ოქტომბერი, 20:00 სთ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”

„ბუტო“ -ს ლეგენდარულ დასი „სანკაი ჯუკუ“ უშიო იამაგაცუს ხელმძღვანელობით

კუმკუატის მარცვალი

პროქტი ხორციელდენა იაპონიის კულტურის სამინისტროსთან ACA (Agency for Cultural Affairs, Government of Japan) თანამშრომლობით

სინოფსისი: მეორე მსოფლიო ომის შედეგ გაჩენილი წარმოდგენა „კუმკუატის მარვცვალი“, რა თქმა უნდა, ომის, დაპირისპირების, კონფლიქტის წინააღდეგ პროტესტია, მაგრამ, ამავე დროს, ნაციონალიზმის, დიქტატისა და სეპარატიზმს. წითელი წრე, რომელიც მუდმივად ჩნდება სცენის სიღმეში თან იაპონიის დროშის სიმბოლოდ იკითხება, მაგრამ, ამავე დროს, ახალგაზრდა რეზერვისტის განწყობის მომწიფებას ასოცირებს, რომელიც განგაშის ძახილზე მზადაა დადგეს სამშობლოს დასაცავად.
ნაწარმოების მეორე ეპიზოდი ნახევრად შიშველი, თითქოს გაცოცხლებული უხელო ბერძნული ქანდაკებები ჰიპნოტური სიმულაციით სინათლის დიაგონალზე, მათზე მომართულის შუქის (ანუ რეალობის) საპირისპიროდ ცეკვავენ. ელექტრონული მუსიკალური თემებით და განსაკუთრებული ხმოვანი ეფექტებით ხანდახან გააზრებულად შენელებული, განმეორებით ქმედებები სიჩუმიდან ხმაურში, დამალულიდან სინამდვილეში, სიბნელიდან ნათელში ცხადდებიან. მესამე ფინალურ ნოველას „ფარშევანგი“ ჰქვია. ზაფხულის ღამის წარმოდგენილ სიჩუმეს დიდი ფრინველის ხმა არღვევს და ის ერთადერთია, ვინც ტრანსში შესული მოცეკვავეების უმოძრაო, უხმო სცენას აცოცხლებს. ადამიანის ნებისყოფის, შთაგონების, მედიტაციის, ინტელექტუალური გასხოვოსნების პროცესს მოსალოდენელია ვერ გაუძლოს ბევრმა, თუმცა ფესტივალი ასეთ ემოციურ გამოცდას მაინც მოუწყობს თავის თავს და თავისი ქალაქის ერთგულ მაყურებელს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here