
5 ნოემბერს, 19:30 სთ-ზე, თბილისის სიმფონიური ორკესტრი უმასპინძლებს ავსტრიელ მომღერალს ივონ მანფრედას და ესპანელ დირიჟორს – ბორხა კუინტასს, რომლებიც ქართველ მსმენელს წარუდგენენ გენიალური ავსტრიელი პოსტრომანტიკოსი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის ქმნილებებს.
ავსტრიელი მეცოსოპრანო, ივონ მანფრედა, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. სწავლის დამთავრების შემდგომ, მან შეასრულა წამყვანი საოპერო პარტიები ავსტრიაში, იტალიასა და გერმანიაში ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა მარია კალასის ფესტივალი სირმიონეში (იტალია), გარსის ტრადიციულ საოპერო ფესტივალი (ავსტრია) და გოლდონის თეატრი ლივორნოში (იტალია). ის გამოდიოდა კონცერტებით ისეთ სიმფონიურ ორკესტრებთან როგორიცაა ჩრდილოგერმანული ფილარმონიის ორკესტრი, რომელთანაც როსტოკში შეასრულა ვერდის „რეკვიემი“, JMJ სიმფონიური ორკესტი, რომელთანაც მადრიდში, სანსებასტიანსა და ბუდაპეშტში შეასრულა ბოდროვის და კრიადოს „სიცოცხლის სიმფონია“.
გამორჩეული ესპანელი დირიჟორი ბორხა კვინტასი გახლავთ მადრიდის ახალგაზრდული ორკესტრისა და გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, სორიას ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, მოსკოვის „რუსული ოპერისა“ და UCAM სიმფონიური ორკესტრის მოწვეული დირიჟორი. 2015 წლამდე იგი მადრიდის ბავშვთა სახელმწიფო გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროში
დ.აღმაშენებლის გამზირი 123ა,სალაროს ტელ.:296 22 07 ასევე ვებ გვერდზე https://biletebi.ge/kakhidzis-musikaluri-tsentri/0511-gustav-maleris-musika-0511-music-of-gustav-mahler