Home კულტურა ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი

ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი

ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი

13 -15 ნოემბერს, “მწერალთა სახლი”, ტრადიციულად, დავით სარაჯიშვილის დღეებს აღნიშნავს. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავშირებით, წლევანდელი სარაჯიშვილის დღეები ამ ორი დიდი მოღვაწის – ილია ჭავჭავაძისა და დავით სარაჯიშვილის მეგობრობას, მათ ურთიერთობასა და ერთობლივ საქმიანობას მიეძღვნება. დავით სარაჯიშვილი, სხვებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი უშუალო მსმენელი იყო ილია ჭავჭავაძის ახალი მოთხრობების თუ პოემებისა. ბევრმა, შესაძლოა, არც კი იცის, თუ როგორი ახლო მეგობრობა აკავშირებდათ მათ. რამდენიმე ღონისძიებით, შევეცდებით, სწორედ ამ ურთიერთობაზე და მათ ღვაწლზე კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას.
13 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე, გაიხსნება გამოფენა „ილია ჭავჭავაძე და დავით სარაჯიშვილი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის რამდენიმე ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე , კონკრეტულად კი იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც დავით სარაჯიშვილის სახლში იქნა წაკითხული.
15 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, კრიტიკოსი და ლიტერატორი, ნონა კუპრეიშვილი, ისაუბრებს ილია ჭავჭავაძესა და დავით სარაჯიშვილზე და მათ ეპოქაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here