უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დაიწყო

0
752

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დაიწყო. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017-ის“ ხელმძღვანელმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გახსნეს და პირად შემადგენლობას სწავლების მაღალხარისხიანად ჩატარება უსურვეს.

მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნენ და სწავლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სცენარის მიხედვით სამთავრობო უწყებებს ჰიბრიდული ომისა და სხვა გამოწვევების ფონზე ურთიერთქმედება უწევთ. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული.

„დიდგორი 2017“ გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავებას, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here