
2 დეკემბერს, 20:00 საათზე, მზიურის ზამთრის კინოჩვენებებს, ერიკ რომერის “ზამთრის ზღაპრით” ვხსნით.
ცხოვრება – ეს დეტალებია..დეტალებში კი ყველაზე საფრთხილოა, შეცდომა არ დავუშვათ..
თუ საყვარელ ადამიანს მისამართიც კი არასწორად მივეცით, მაშინ შესაძლოა ამ შეცდომის შედეგებს მთელი ცხოვრების დამახინჯების პერსპექტივით ვიმკიდეთ..
პერსპექტივით, რომლის გამოსწორების შანსებიც თითქოს ჩნდება, მაგრამ ფელისი მას ვერ იღებს..ან უბრალოდ არ შეუძლია ეს მიიღოს..
რადგან მას მიაჩნია, რომ იმედით ცხოვრება, ეს ბევრ სიცოცხლეზე მეტია.
რეჟისორი: ერიკ რომერი
წელი: 1992
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
ქრონომეტრაჟი: 1სთ.54წთ.
ენა: ქართული
ჩვენების ორგანიზატორი: ნინი პაპუნიდი
ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირისგამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. 🙂
ვინც ჩვენთან ერთად აპირებს ფილმის ყურებას, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ წინასწარ Facebook-ის გვერდზე. 🏡
დასწრება თავისუფალია ✅
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.
პროექტ “ახალი მზიურისა” და ორგანიზაცია “აჰუაჰუ” “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით; სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.
#ადაპტირებულია ♿
#კინომზიურში