
„სარაევოს სევდიანი სიმღერები“ ფრედ კელემენი (ბოსნია-ჰერცეგოვინა, გერმანია 2016)
5 დეკემბერს, კინოთეატრი “ამირანის” მე-3 დარბაზში, 16:00 სთ-ზე, გაიმართება ფილმის „სარაევოს სევდიანი სიმღერები“ ჩვენება. ფილმის შემდეგ კი, გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან, ფრედ კელემენთან.
ფრედ კელემენი სწავლობდა ფერწერას, მუსიკას და რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა თეატრში მუშაობდა. მის სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის საგულისხმოა „ბედისწერა“ (1994, გერმანული კინოჯილდოს მფლობელი), „ყინვა“ (1997, როტერდამში FIPRESCI-ს ჯილდოს და ტაორმინაში საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი) და „ბინდი“ (1999).
ამას გარდა, კელემენი მუშაობდა ოპერატორად ბელა ტარის ფილმებზე: „ტურინის ცხენი“, „კაცი ლონდონიდან“ და „გასეირნება დაბლობზე“. მათთვის, ვისაც აინტერესებს უნგრული კინო და ოპერატორული მხარე კინოში, ეს შეხვედრა უდაოდ საინტერესო იქნება.
„სარაევოს სევდიანი სიმღერები“ არის ფილმი-ტრიპტიქი, რომელიც შედგება ორი ამბისგან — „შეყვარებულების ლურჯი ბალადა“ და „გადარჩენილების ლურჯი რონდო“ და დოკუმენტური შუა ნაწილი — „მგლების ლურჯი ფსალმუნი“. ეს ნაწილები ერთმანეთის შენაკადებია და სარაევოში ფრაგმენტული ცხოვრების ერთიან მოზაიკას შეადგენენ.