Home კულტურა ხუან ვალერას რომანის „პეპიტა ხიმენესის“ პრეზენტაცია

ხუან ვალერას რომანის „პეპიტა ხიმენესის“ პრეზენტაცია

ხუან ვალერას რომანის „პეპიტა ხიმენესის“ პრეზენტაცია

7 დეკემბერს, 20:00 საათზე, გამომცემლობა „ინტელექტი“ და ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „იბერია“, გეპატიჟებათ ახალი თარგმანის – ხუან ვალერას „პეპიტა ხიმენესის“ პრეზენტაციაზე.

„პეპიტა ხიმენესი“ პირველად 1874 წელს გამოქვეყნდა.

ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა.

რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა სემინარისტის სიყვარულის ამბავს ლამაზი ყმაწვილი ქვრივი ქალისადმი. ამ წიგნის საშუალებით ქართველი მკითხველი პირველად გაიცნობს ხუან ვალერას ამ ფსიქოლოგიურ რომანს.

წიგნის პრეზენტაციაზე დაგხვდებათ ესპანური გარემო, დააგემოვნებთ ტრადიციულ ესპანურ კერძს და სასმელს.

ღონისძიება ჩატარდება ქართულ-ესპანურ ენაზე. ასევე, ორივე ენაზე წაიკითხავენ ფრაგმენტებს რომანიდან.

დასწრება თავისუფალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here