გერმანული რომანტიზმი

0
739

12 დეკემბერი თბილისში გერმანული რომანტიზმის პერიოდის მუსიკას დაეთმობა. საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გერმანიის საელჩომ მსოფლიოში ცნობილი ორი მუსიკოსი დაპატიჟა. ქართველი პიანისტი ანანო გოკიელი და გერმანელი ჩელისტი კონსტანტინ ჰაიდრიხი კონსერვატორიაში ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანისა და მენდელსონის რჩეულ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

კონსტანტინ ჰაიდრიხმა სახელი გაითქვა, როგორც Fauré კვარტეტის ჩელისტმა. მას მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ ორკესტრთან ერთად აქვს გამართული კონცერტები და თავისი მუსიკალური მიღწევებისათვის მიღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ჯილდო, როგორც კვარტეტთან ერთად, ასევე როგორც სოლისტს. გარდა ამისა ჰაიდრიხი არის ბერლინის ხელოვნების აკადემიის პროფესორი ვიოლონჩელოს დარგში.
ანანო გოკიელი საქართველოში გაიზარდა და პატარაობიდანვე ეზიარა მუსიკას. იგი სწავლობდა გლაზგოში და ბერლინში და თავისი მუსიკალური დამსახურებებისათვის მასაც ბევრი პრემია აქვს მიღებული, მაგალითად 2009 წელს „საუკეთესო პიანისტის“ წოდება პაულა სალომონ ლინდბერგის სიმღერების კონკურსზე. 2013 წლიდან ისიც ბერლინის ხელოვნების აკადემიაში მოღვაწეობს.

კონცერტი 19 საათზე თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here