Home კულტურა ახმეტობა 2017

ახმეტობა 2017

ახმეტობა 2017

ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, 12 სთ-დან 18 სთ-მდე, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება:

► კულტურული ღონისძიებები
12:00 – ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის გუბერნატორი თავდაცვის მინისტრთან ერთად;
12:30 – კონცერტი (ადგილობრივი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები);
15:00 – ბენდის კონცეტი.

► სპორტული ღონისძიებები

13:00 – 16:00 – ქართული ჭიდაობა,მკლავჭიდი, დოღი, მშილდოსნობა.

სხვა ღონისძიებები:
►თავდაცვის სამინისტრო
·სამხედრო ტექნიკის გამოფენა

►საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
· მობილური სატრანსპორტო საშუალებიდან მოხდება C ჰეპატიტის უფასო პრევენციული კვლევა;

►გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო:
· ექსპრესლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების გაზომვა, ხმაურის დონისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა;
· ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკო გაკვეთილები; “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; “საბავშვო კუთხე”;

►საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო:
· წარმოდგენილი იქნება 20 კოოპერატივი და 4-5 ღვინის ქარხანა, რომელთა წარმომადგენლებიც გააკეთებენ საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციას.

►შინაგან საქმეთა სამინისტრო:
· წარმოდგენილი იქნება საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; 112 ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE ; სახანძრო ; გდდ; აკადემია; ტირი; ექსპერტ კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.

►კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო:
· სსიპ “შემოქმედებითი საქართველო” – 45-წუთიანი საბავშვო სპეკტაკლი;

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here