III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთშია

0
856

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here