მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ აქტიურ ფაზაში გადავიდა

0
511

სენაკში მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“-ის მონაწილეები მომზადების აქტიურ ეტაპზე გადავიდნენ. სწავლებაში ჩართულ 18 რეპორტიორს ორდღინი სალექციო კურსი უკვე ჩაუტარდა, კურსის მონაწილეებმა თვითგადარჩენის სწავლებაც გაიარეს.

30 სექტემბრიდან კი მედია სწავლების მონაწილეებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში კომპიუტერული სწავლება დაეწყოთ. სწავლების მონაწილეები აქტიური საინფორმაციო ომის მოდელირების პროცესში 24საათიან რეჟიმში არიან ჩართულნი.

სწავლების კულმინაციური ფაზა მოგვიანებით ველზე გადაინაცვლებს, სადაც ქართველ რეპორტიორებს, ასევე, მოდელირებულ კონვენციურ ომში პროფესიული საქმიანობის შესრულება მოუწევთ.

მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“ II ქვეითი ბრიგადის ბაზაზზე უკვე მეორედ ხორციელდება. სწავლება 3 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here