
7-8 ოქტომბერს გრანდიოზული სახალხო დღესასწაული ბოლნისში
ყველაზე სახალხო და ყველაზე მასშტაბური დღესასწაული – ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის საიუბილეო ღონისძიებებისა და ,,ბოლნისქალაქობა 2017″-ისთვის ემზადება.
ორდღიანი ღონისძიებების ფარგლებში არაერთი კულტურული ღონისძიება, სპორტული აქტივობა და საინტერესო პრეზენტაცია გელით. ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვისაც.