
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტი (მაკედონია) ერთობლივად ატარებს ევრაზიის VII მულტიდისციპლინარულ ფორუმს.
ფორუმი გაიხსნება 2017 წლის 7 ოქტომბერს, 09:30 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი), რეგისტრაცია – 09:00.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სექციური მუშაობა – ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკვლევარები ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26; ჯოვან შოპოვსკი – ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტი contact@emforum.eu