Home კულტურა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – პრესკონფერენცია

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – პრესკონფერენცია

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – პრესკონფერენცია

12 ოქტომბერს, აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში, მოეწყო პრესკონფერენცია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” გახსნასთან დაკავშირებით. საფესტივალო პროგრამასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა, ქეთი დოლიძემ ისაუბრა. პრესკონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ზაზა სოფრომაძე; თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი; ფესტივალის დირექტორი, ზურაბ გეწაძე; ფესტივალის გენერალური მენეჯერი, სოფო თორთლაძე და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ მეოცედ, ლაშა კუპრაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენით გაიხსნება, რომელიც ხელოვანმა ფესტივალის იუბილეს მიუძღვნა. ამავე დღეს გაიმართება შოთა კალანდაძის კინო-ლექსების ჩვენება, რომელიც შეიქმნა ფესტივალის“საჩუქარი“ შთაბეჭდილებით. ტრადიციულად, გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“ .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here