შეხვედრა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან

0
514

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ლატვიის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და, სამხედრო განათლების კუთხით, სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ საკითხებს, კერძოდ კი – ტოტალური თავდაცვის კონცეფციას.

ლატვიელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ აღუთქვეს მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

ლატვიისა და თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here