სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს დროულად განახორციელონ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა

0
579

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, ციტრუსოვანი კულტურების დაცვის მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით, დროულად განახორციელონ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა.
ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების და ვადების დაცვა.

ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი (ზონდერი 100 ეკ; ინსაკარიეკ;თეიქოფ) მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება,აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების,ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ხეხილში, ბოსტნეულში, ვაზში,მარცვლეულში,პარკოსნებში.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით წამლობა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობის მეშვეობით, მათ შორის ზურგსაკიდი აგრეგატებით.
პრეპარატის კონცენტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს.
რეკომენდებული ნორმებით გამოყენებისას, პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური მცენარეების მიმართ.
 პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტია 10-14 დღე.
მნიშვნელოვანია ლოდინის პერიოდის დაცვა მოსავლის აღებამდე. 21 დღე ციტრუსოვან კულტურებზე, 30 დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე, 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე

ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.
პესტიციდების გამოყენებისას მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here