თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული გადაცემა “უნი-ვერსია” 14 ოქტომბრიდან რეგიონულ ტელევიზიებში გადის

0
461

ამასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი ჯერ კიდევ ივლისში გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული გადაცემები (,,უნი-ვერსია”) განთავსდა ტელეკომპანიებში _ ,,რიონი”, ,,TV გურია”, ,,მეცხრე ტალღა”, ,,დია”, ,,ფარვანა”, მარნეული TV”, ,,გურჯაანი TV”, ,,ჯიხა TV”, ,,TV 25”, ,,ოდიში”, ,,ეგრისი TV”, ,,არგო TV”.

გადაცემათა ციკლის ეთერში განთავსებისთვის მზაობას აცხადებენ, ასევე, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, გურიის, ფოთის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ის არხებიც, რომლებიც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები აღარ არიან. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები. ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here