ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი მიმდინარეობს

0
576

ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, Worldskills Georgia-ს გუნდის წევრებმა 7 პროფესიაში – სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების მოწყობა და ვებდიზაინი იასპარეზეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს ისეთი წარმატებული ქვეყნების კონკურსანტებს როგორიცაა – ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იაპონია, ჩინეთი და სხვ.

შეჯიბრი, რომელშიც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მსოფლიოში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სხადასხვა ქვეყანაში იმართება და ჰყავს ასი ათასობით დამთვალიერებელი სკოლის მოსწავლეებით დაწყებული, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომლებიც აკვირდებიან მონაწილეებს და ბევრ მათგანს თანამშრომლობას სთავაზობენ.

 

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here