Home კულტურა საუკუნე მალე დასრულდება/The Century is ending

საუკუნე მალე დასრულდება/The Century is ending

საუკუნე მალე დასრულდება/The Century is ending

22 ოქტომბერი, 20:00 სთ, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი”საჩუქარი”

გრანოვსკის თეატრი-ლაბორატორია (რუსეთი)

ბიბლიური ტექსტები, ძველი ჰიმნები და ძველ ებრაული ლოცვები, იოსებ ბროდსკის პოეზიის სცენიურ ლიტურგიაში

„საუკუნე მალე დასრულდება”

იოსებ ბროდსკის პოეზიის მაღალმხატვრული სასცენო დეკლამაცია „ადამიანი-ორკესტრის“ (როგორც მას ტაგანკის თეატრში ხშირად ეძახიან) იგორ პეხოვიჩის უახლესი მონოპექტაკლია. მისი რეჩიტატივი, რომლის მკვეთრად თეატრალურ ფორმაც ხელოვანის ოსტატობით არა ერთ ხმად, არამედ მრვალხმიან დიალოგად ამ ფორმის ტრადიციულ გაგებას სრულიად მოულოდნელ სასცენო სანახაობად აქცევს, სადაც თითოეული სიტყვის, ხმაურის და ხმოვანების ბოლომდე გჯერა. წარმოდგენის მიმდინარეობისას არამხოლოდ პოეტური სიტყვის, არამედ ქმედებათა მთელი რიგის ისეთი აზარტი იპყრობს მაყურებელს, რომ თითქოს იოსებ ბროდკის პოეზიას პირველად ისმენს ან ახალიდან ეცნობა. ცხადია, რომ წარმოდგენის რთული, ფილოსოფიური ტექსტუალური შინაარსი აქვს. ლექსების რიტმი კი დროის ახალ მატერიას ქმნის, სადაც სიტყვის მთქმელი თავისუფალი ადამიანი სწორედ ახალ დროებას გამოწვევაში იწვევს. იგორ პეხოვიჩის სპექტაკლის ხიბლი არამხოლოდ ბროდსკის ლექსების რეჩიტატივია, არამედ – ძველ ერემიულ ენაზე წაკითხული ლოცვების მაგია, რომელიც დარბაზს ერთიანად ნუსხავს.
იგორ პეხოვიჩი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი მოსკოვის ლეგენდარული ტაგანკის თეატრის მსახიობია, რომელიც, ასევე, გრანოვსკის თეატრს ხელმძღვანელობს და არაერთი თეატრალური თუ მუსიკალური ფესტივალის ლაურეატია. იური ლიუბიმოვის სტუდენმა მოსკოვის კანტორის ხელოვნების აკადემია წარმატებით დაასრულა და გასულ წელს გრანოვსკის ლაბორატორიიდან, რომელიც ტაგანკის მცირე სცენაზე ჩამოყალიდა, გაროვსკის თეატრი შექმნა და მასვე ხელმძღვანელობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here