Home კულტურა რეპრესიები საქართველოში/Repressions in Georgia

რეპრესიები საქართველოში/Repressions in Georgia

რეპრესიები საქართველოში/Repressions in Georgia

გამოფენა „რეპრესიები საქართველოში“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება. ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება.

1937 წლის რეპრესიებიდან 80 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოწყობილ ექსპოზიციაზე ფოტომასალით, წერილობითი დოკუმენტებითა და მემორიალური ნივთებით გამოფენის დამთვალიერებელს წარმოდგენა შეექმნება 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.

საბჭოთა რეპრესიებს საქართველოში ათობით ათასი ადამიანი შეეწირა. რეპრესირებულები ერთმანეთის მიყოლებით გახდნენ როგორც ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის მიუღებელი ადამიანები, ისე – საბჭოთა იდეოლოგიის მხარდამჭერები და თავად რეპრესიის მომწყობები.

აღსანიშნავია, რომ, გამოფენის მზადების პროცესში, ეროვნული არქივი რეპრესირებულთა ოჯახებს დაუკავშირდა. მათ მიერ არქივისათვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის კურატორები: ქეთევან ასათიანი, გიორგი კაკაბაძე

გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here