Home სხვადასხვა თემურ ქორიძის საჯარო ლექცია “გზა თავისუფლებისკენ”

თემურ ქორიძის საჯარო ლექცია “გზა თავისუფლებისკენ”

თემურ ქორიძის საჯარო ლექცია “გზა თავისუფლებისკენ”

1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. საქართველოში კომუნისტური რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდა.

სწორედ ამ მოვლენას ეძღვნება ცნობილი ლიტერატორისა და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ბატონ თემურ ქორიძის საჯარო ლექცია – “გზა თავისუფლებისკენ”. ლექციის ფარგლებში, საუბარი წარიმართება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს უახლესი ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.

საჯარო ლექცია გაიმართება 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 317-ე აუდიტორიაში, 18:00 საათზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here