
არტარეა და ელექტრონული წიგნების სახლი “საბა’ წარმოგიდგენთ ლიტერატურული ტურების ციკლს ” ქალაქი ბიბლიოთეკა”.
შემდეგი ტურის თემა: “აკაკი წერეთელი და თანამედროვე ქართული ლიტერატური ენა”
ტურის წამყვანები: რატი ამაღლობელი და გიორგი კეკელიძე
ჩვენ პირველები ვეწვევით ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ისტორიულ შენობაში განთავსებულ წიგნის მუზეუმს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგანძურს, რომელიც ათეული წლების მანძილზე დახურული იყო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა. ასევე , მოვინახულებთ ემიგრაციის დარბაზს და რეპრესირებული წიგნის კაბინეტს.
ლიტერატურული ტური ჩატარდება ხუთშაბათს, 2 ნოემბერს
19:00 სთ-ზე.
შეკრების ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. მის.: გუდიაშვილის ქ.#7
პროექტი ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია