თავდაცვის მინისტრის შეხვედრა იაპონიის ელჩთან

0
492

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ლევან იზორიამ იაპონელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ლევან იზორიამ ტადაჰარუ უეჰარას თავდაცვის უწყებაში გახორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

მინისტრმა იაპონიას პოლიტიკური და გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატოს ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის განხორციელების პროცესში იაპონიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here